"გავკოტრდით უკვე" | სადგურის მოედანთან ბაზარში მომუშავეები გარევაჭრობის წინააღმდეგ აქციას მართავენ

გამოქვეყნდა:

სადგურის მოედანთან, მიწისქვეშა ბაზრობაში მომუშავეები საპროტესტო აქციას მართავენ. მათი თქმით, საიჯარო გადასახადი მუდმივად იზრდება, მაშინ, როცა ბაზრობის ზედა ტერიტორიაზე საქონელს შედარებით იაფად ყიდიან გარემოვაჭრეები, ბაზრობაში მოვაჭრეები კი კოტრდებიან. 

მოვაჭრეები ამბობენ, რომ მერიას დახმარების თხოვნით რამდენჯერმე მიმართეს, მაგრამ უშედეგოდ.მათ გზის გადაკეტვაც სცადეს, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა. მოვაჭრეები მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებს ადგილზე ელოდებიან.

"ვიხდით იჯარას კეთილსინდისიერად, იანვარი, თებერვალი, მარტი, საერთოდ არ გვივაჭრია არაფერი, იმიტომ, რომ ზემოთ გაშლილია ბაზრობა, ყიდიან და ყიდიან, ვინ ჩამოვა ქვემოთ, ამიტომ გადავწყვიტეთ მოგვეწყო აქცია. მთავრობამ იზრუნოს ჩვენზე, მოვიდნენ და პასუხი გაგვცენ, ან საგადასახადომ დაუწიოს გადასახადს, თუ არა და ჩვენც გამოვალთ ბაზრობის წინ, გავშლით და ვივაჭრებთ ასე, გადავკეტავთ გზას, როდემდე ასე", - ამბობს ერთ-ერთი მოვაჭრე.

მოვაჭრეები ამბობენ, რომ თავადაც ბანკის ვალები აქვთ და უჭირთ გადასახადების გადახდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი