ქუთაისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, მდინარე რიონის სანაპიროზე, ბოშათა დასახლებაში ცეცხლი გაჩნდა. "მთავარის" ინფორმაციით, ერთ-ერთმა პირმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო. დაიწვა ორი ბარაკული ტიპის ხის ნაგებობა.
ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ადგილზე სამაშველო, საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარება იყო მობილიზებული.