ამ წუთებში კავკასიის ფრანგულ სკოლაში გამნაღმველები მუშაობენ - სამართალდამცველები ბომბს ეძებენ, რომლის არსებობის შესახებ მათ ანონიმური ზარის მეშვეობით შეატყობინეს. შენობიდან ევაკუირებული არიან მოსწავლეები და პედაგოგები.
ინციდენტი დღეს თბილისის კიდევ ერთ სკოლაში დაფიქსირდა. 32-ე საჯარო სკოლაში მე-11 კლასელმა სავარაუდოდ წიწაკის სპრეი გაუშვა, რის შედეგადაც სკოლის რამდენიმე მოსწავლე დაშავდა.