"მე-11 კლასის მოსწავლემ თქვა, რომ მან გაუშვა წიწაკის სპრეი" | დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი

გამოქვეყნდა:

თბილისის 32-ე საჯარო სკოლაში წიწაკის სპრეი მე-11 კლასის მოსწავლემ გაუშვა - ამის შესახებ სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, "მთავარ არხთან" კომენტარში განაცხადა. მისი თქმით, რამდენიმე მოსწავლეს სასწრაფო დახმარება დასჭირდა, რის გამოც ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"მეორე გაკვეთილის შემდეგ, შესვენებაზე, ერთ-ერთ მე-11 კლასში, ერთ-ერთმა მოსწავლემ გაუშვა წიწაკის სპრეი. როდესაც საკლასო ოთახის კარი გაიღო, გამოვიდა ჰაერო გარეთ და რამდენიმე მოსწავლეს შეექმნა სუნთქვის პრობლემა. კლასი გამოვიყვანეთ გარეთ, იმიტომ, რომ იმ კლასში უფრო ჭარბდ იგრძნობოდა სუნი და ის გაკვეთილი გარეთ ჩაუტარდათ, ფანჯრები დაიხსნა, შენობა განიავდა, მაგრამ რამდენიმე მოსწავლეს დასჭირდა სასწრაფო დახმარება. გამოვიძახეთ და გადაყვანილები არიან ბავშვები. ერთ-ერთმა მოსწავლემ, ვაჟმა, თქვა, რომ მან გაუშვა, მაგრამ მან არ იცოდა რა შედეგი შეიძლებოდა მოჰყოლოდა ამ ქმედებას" ამბობს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კაშია.

შეგახსენებთ, ინციდენტი სკოლაში დღეს დილით მოხდა. ფაქტზე გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი