"31 წლის შემდეგ ხელახლა განმიახლდა ეს ტკივილი" | სამებაში აფხაზეთის ომში გარდაცვლილთა სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მებრძოლების სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. 12 იდენტიფიცირებული პირიდან,  უმრავლესობა სწორედ აფხაზეთის ომის მონაწილეა, თუმცა მათ შორის არიან სამოქალაქო პირებიც.

ცხედრები უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, თუმცა წითელი ჯვრის ჩართულობით მათი იდენტიფიცირება და გადმოსვენება მოხერხდა. 

"31 წლის შემდეგ ხელახლა განმიახლდა ეს ტკივილი..ჯერ დედა ჩამოასვენეს 2017-ში და ახლა ჩემი და. ძმა იქ არის დასაფლავებული..მებრძოლი იყო და დაიღუპა 1993 წლის 4 ივლისს"-  ამბობს ერთ-ერთი გარდაცვლის და. 

 5 ცხედარს დღეს ძმათა სასაფლაოზე, სამხედრო პატივით  დაკრძალავენ.  
 

ავტორი: ნინი ჟიჟიაშვილი 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი