საქართველოში ტურებისა და მგლების დათვლის ტენდერი ჩავარდა

გამოქვეყნდა:

პრეტენდენტების არარსებობის გამო, საქართველოში ტურებისა და მგლების დათვლის ტენდერი ჩავარდა.

შეგახსებეთ, რომ ტურის და მგლის პოპულაციების არეალის, რიცხოვნობის შეფასებისა და კლიმატის ცვლილების ფონზე მათი მართვის გეგმების შემუშავებისთვის 355 000 ლარიანი ტენდერი იყო გამოცხადებული. კვლევის შედეგად კი უნდა დადგენილიყო/დაზუსტებულიყო ტურის და მგლის პოპულაციების არეალი, რიცხოვნობა და მათი გავლენა ველურ ბუნებაში არსებულ სხვა სახეობებზე.

ტენდერის თანახმად, ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების შესაბამისად, საქართველომ აიღო ვალდებულება მოახდინოს ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზება მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDG 15) და ევროკავშირის დირექტივებთან.

პროექტი ქალაქებსა და მუნიციპალიტეტში უნდა განხორციელებულიყო, სადაც გახშირებულია ცხოველთა თავდასხმები, ან/და შეიმჩნევა მათი რიცხოვნობის ზრდა; ასევე იქ, სადაც ადგილი აქვს ტურების და მგლების მაღალი დონის ზეწოლას სხვა სახეობების (ბუნებრივი მსხვერპლი სახეობები) პოპულაციებზე. მოპოვებული ინფორმაციის განზოგადება/მოდელირება კი სხვა მუნიციპალიტეტებში არსებულ მდგომარეობასთან უნდა მომხდარიყო.

ტენდერში მონაწილეობის მიღების მსურველებს ტურისა და მგლის მონიტორინგის სფეროში მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება უნდა ჰქონოდათ. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი