ბაკურიანში, ზვავსაშიშროების გამო, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო სამაშველო ოპერაციები დროებით შეწყდა

გამოქვეყნდა:

დაბა ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო სამაშველო ოპერაციები, ზვავსაშიშროების გამო დროებით შეწყდა. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გვითხრეს. მათივე ცნობით, სამუშაოები განახლდება მაშინვე, როგორც კი ამის შესაძლებლობა იქნება.

შეგახსენებთ, რომ დღეს მთის ფერდობიდან თოვლის მასა ჩამოიშალა და ერთი ადამიანი მოიყოლა. ჯგუფში, რომელიც ბაკურიანი-ტაბაწყურის დამაკავშირებელ ფერდობზე ბურანებით გადაადგილდებოდნენ, სულ 5 პირი იყო. სტიქიას 4 მათგანი გადაურჩა. სამაშველო სამუშაოებში ჩართულია ვერტმფრენიც, თუმცა ამ ეტაპზე სტიქიის ეპიცენტრში ცოცხალი ძალა მუშაობს. სამუშაოებში ჩართულია ადგილობრივი მოსახლეობაც.

იხილეთ ასევე:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი