გადმოსვენება 31 წლის შემდეგ | აფხაზეთში დაკარგული 12 პირი დღეს დაკრძალეს

გამოქვეყნდა:

31 წლის შემდეგ აფხაზეთიდან 12 უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის ცხედარი ჩამოასვენეს. მათგან 10 ქვეყნის მთლიანობისთვის ბრძოლას შეწირული მებრძოლია, 2 კი სამოქალაქო პირი. სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ცხედრების იდენტიფიცირება და გადმოსვენება ორგანიზაცია წითელი ჯვრის ჩართულობით მოხერხდა. დღეს, 5 მებრძოლი ძმათა სასაფლაოზე დანარჩენი შვიდი პირი კი ოჯახის მიერ შერჩეულ სასაფლაოებზე დაკრძალეს.

ავტორი: ნინი ჟიჟიაშვილი

ევროპული მარში | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი