ვერ მოახერხა გამოსვლა, ვინც ახლდა, მეგობრები, ხედავდნენ | ბაკურიანში ზვავში მოყოლილ პირს ეძებენ

გამოქვეყნდა:

ბაკურიანში, მეორე დღეა თოვლის მასაში მოყოლილ დიტო გოგოლაძეს ეძებენ. ოპერაცია დილის 7 საათიდან განახლდა, მასში ჩართულია ვერტმფრენი, ცოცხალი ძალა, დრონები. ვერტმფრენს შემთხვევის ადგილზე, რომელიც რთულ რელიეფზეა, ცოცხალი ძალა გადაჰყავს.

პროცესში ჩართულები არიან ადგილობრივებიც - ადგილზე ოცკაციანი მოხალისეთა ჯგუფი მუშაობს.

ჯგუფში, რომელიც ბაკურიანი-ტაბაწყურის დამაკავშირებელ ფერდობზე ბურანებით გადაადგილდებოდა სულ 5 პირი იყო. ფერდზე თოვლის მასა ჩამოიშალა, სტიქიას 4 მათგანი გადაურჩა.

"მოხდა ზვავის ჩამოწოლა და ვერ მოახერხა გამოსვლა, ამას ადგილობრივები, ვინც იქ ახლდა, ხედავდნენ თავისი თვალით. თვითმხილველები არიან, არ დაზარალებულან, არიან რა თქმა უნდა, შოკირებულები, მეგობრები იყვნენ. შსს-ს სათანადო სამსახურმა დაახლოებით დილის 7 საათზე განაახლა სამუშაოები, დაახლოებით შეასრულეს 3 რეისი, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, გადაიყვანეს მაშველები, გუშინდელთან შედარებით მაშველები დამატებულია, ადგილობრივებმაც გამოაცხადეს თანხმობა და მზადყოფნა რომ დაეხმარონ მაშველებს", - ამბობს ბაკურიანის განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი