N326 ავტობუსის მარშრუტი დროებით იცვლება | მერიის განცხადება

გამოქვეყნდა:

თბილისის მერიის განცხადებით, ვაკის რაიონში, ელიზბარ მინდელის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წინ საგზაო სამუშაოები ხორციელდება, რის გამოც N326 ავტობუსის მარშრუტში მცირე ცვლილება განხორციელდა.

კერძოდ, ავტობუსი ნუცუბიძის ქუჩიდან პოლიტკოვსკაიას ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას, პირდაპირ ანჯაფარიძის ქუჩაზე ჩაუხვევს და მინდელის ქუჩაზე აღარ გადაადგილდება.

N326 მინდელის ქუჩას უკუმიმართულებით მოძრაობის დროსაც არ გაივლის. ავტობუსი პოლიტკოვსკაიას ქუჩიდან ანჯაფარიძის ქუჩის გავლით, პირდაპირ დაუკავშირდება ნუცუბიძის ქუჩას და შემდეგ დადგენილი სქემით იმოძრავებს.

"სამუშაოებს, რომელიც უახლოეს პერიოდში დასრულდება, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს. გზის მოწესრიგების შემდეგ, N326 დადგენილ მარშრუტს დაუბრუნდება", - ნათქვამია განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი