"დაკავებული პირები გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლებს არ წარმოადგენენ" | ცენტრის განცხადება

გამოქვეყნდა:

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი კორუფციულ სქემასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მათი თქმით, პირები, რომლებიც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს, ამჟამად მათი თანამშრომლები არ არიან.

"სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ცვლის უფროსის ყოფილი მოადგილე და ამავე ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ორი ყოფილი მენეჯერის დაკავებასთან დაკავშირებით, მოგახსენებთ, რომ აღნიშნული პირები, სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლებს არ წარმოადგენენ. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი, აღნიშნული პირების მუშაობის პერიოდთან დაკავშირებულ საკითხებზე, საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობს", - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ცვლის უფროსის ყოფილი მოადგილე და ამავე ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ორი ყოფილი მენეჯერი დააკავეს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი