2 პარლამენტარი ბათუმში 3 ცათამბჯენს აშენებს

გამოქვეყნდა:

2 პარლამენტარი ბათუმში 3 ცათამბჯენს აშენებს - ინფორმაციას  "ბათუმელები" არვცელებს.

გამოცემის ცნობით, მყიდველის, შპს"სიტი გაიდის" დამფუძნებელი მედეა ბოჭორიშვილია, "ალიანს ჯგუფის“ დამფუძნებლის, გია ბიწაძის მეუღლე. ის იყო კომპანიის ასივე პროცენტის მფლობელი, როცა „"სიტი გაიდმა" ზღვასთან ახლოს ჰექტარ-ნახევარზე მეტი მიწის ნაკვეთი იყიდა. ქონების შეძენიდან მალევე მედეა ბოჭორიშვილმა კომპანიის წილები სიმბოლურ 1 ლარად გაასხვისა.

კომპანიის მეწილეები გახდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი "ოცნებიდან“, გოჩა ენუქიძე და ასევე "ოცნებიდან" კიდევ ერთი პარლამენტარის, გოდერძი ჩანქსელიანის შვილი, ბუბა ჩანქსელიანი.

შპს „სიტი გაიდი“ 2022 წლის პირველ დეკემბერს დააფუძნეს. 2023 წლის იანვარში კომპანიამ აჭარის მთავრობის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონზე მიწის ნაკვეთი, კონკურენციის პირობებში, 16 მილიონ 500 000 ლარად იყიდა. ქონების საწყისი ფასი 10 მილიონ 500 000 ლარი იყო და კონკურენციის პირობებში 6 მილიონით გაიზარდა.

კომპანიამ შესყიდულ ნაკვეთზე 15 მილიონი ლარის ღირებულების ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აიღო. დოკუმენტების მიხედვით, პარტნიორებს შორის მოლაპარაკებით გადაწყდა, რომ შესყიდულ მიწის ნაკვეთზე სამი მრავალსართულიანი კომპლექსის პროექტირებასა და მშენებლობის ნებართვის მიღებაზე ერთობლივი რესურსით იმუშავებენ. დოკუმენტების მიხედვით, სწორედ ამ ერთობლივი მიზნების გათვალისწინებით გაასხვისა მედეა ბოჭორიშვილმა წილები სიმბოლურ ფასად.

"სიტი გაიდის" წილები ასე გადანაწილდა:

33.33 % დარჩა კომპანიის დამფუძნებელ მედეა ბოჭორიშვილს, 47 %ის მფლობელია პარლამენტარ გოჩა ენუქიძის კომპანია შპს „იბერკომპანი“, 19.67 % კი პარლამენტარ გოდერძი ჩანქსელიანის შვილს, ბუბა ჩანქსელიანს გადაუფორმეს. პარტნიორებს შორის ცალკე გაფორმდა წილის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელშიც პარტნიორთა შორის უფლება-მოვალეობები გაწერეს.

შეთანხმების დოკუმენტებში არის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც პარტნიორები გამოუხმობ თანხმობას აცხადებენ, რომ სახელმწიფო ნებართვის მიღების შემდგომ მედეა ბოჭორიშვილი უფლებამოსილია მოითხოვოს „კომპანიიდან გასვლა“, კომპანიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნატურით გაყოფის გზით, ასევე მოითხოვოს სამშენებლო მიწის ნაკვეთის წილის პროპორციული მიწის ნაკვეთის და მასზე მდგომი შენობა-ნაგებობის საკუთრებაში გადაცემა. იგივე უფლებები აქვთ სხვა პარტნიორებსაც.
 

არა რუსულ კანონს! | მთავარი არხის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი