ხურვალეთის მიმდებარედ, ოკუპირებულ ნაწილში ძლიერი ხანძარია

გამოქვეყნდა:

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ხელმძღვანელის, დავით ქაცარავას ინფორმაციით, დღეს საღამოს, ხურვალეთის მიმდებარედ, ოკუპირებულ ნაწილში ძლიერი ხანძარი გაჩნდა:

"დღეს საღამოს, ხურვალეთის მიმდებარედ, რუსების მიერ  დროებით ოკუპირებულ ნაწილში გაჩნდა საკმაოდ დიდი ხანძარი. 
რა თქმა უნდა, ოკუპანტები ჩვენს სამაშველო სამსახურს ახლოსაც არ მიუშვებენ, თვითონ კი ჩაქრობის შნო არ გააჩნიათ. 
სამწუხაროდ, ხანძრის კერები ამჟამადაც აქტიურია. 
იმედი დავიტოვოთ, რომ ხანძარი თვითლიკვიდირდება და ჩვენს დროებით ოკუპირებულ ბუნებას დიდი ზიანი არ მიადგება." წერს ქაცარავა.

განახლება (30.03.2024 / 12:30): ხანძარი რამდენიმე საათის განმავლობაში იყო. საოკუპაციო ძალებს მისი ლიკვიდირება არ უცდიათ. თუმცა, მოგვიანებით გაწვიმდა და ცეცხლი ჩაქრა.

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი