კლინიკებთან გარიგების ნახევარმილიონიანი სქემა - თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯანდაცვის სექტორში ხმაურიან სკანდალზე დაკავებული სამი პირი პატიმრობაში დატოვა. დღევანდელ სხდომაზე ბრალდებულების ნაწილმა დუმილი დაარღვია და დანაშაული აღიარა. გამოძიება მათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება. საუბარია კონკრეტულ კლინიკებთან გარიგებებსა და ამ კლინიკებში პაციენტების მიზანმიმართულ გადაყვანაზე.