თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, მძღოლებს, რომლებმაც ტაქსად მუშაობის ნებართვა პირადი კომფორტისთვის აიღეს და არა მგზავრთა გადასაყვანად, ლიცენზიას ერთი წლით შეუჩერებენ. გადაწყვეტილებას, მმართველ პარტიასთან ერთად, მხარი ოპოზიციამაც დაუჭირა.
„ცვლილებების მიზანია „A კატეგორიის“ ტაქსების გარკვეული ნაწილისთვის დაწესებული შეღავათით მხოლოდ იმ მძღოლებმა ისარგებლონ, რომლებიც ტაქსით მომსახურებას ახორციელებენ“, - უთხრეს თბილისის მერიაში რადიო თავისუფლებას.
ცნობილია, რომ აღნიშნული დადგენილების მიღების შემდეგ, თბილისის მერიისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს BusLane-ში მოძრავი ნებისმიერი მძღოლის გადამოწმება შეეძლებათ, მართლა გადაჰყავთ თუ არა მგზავრები.
ახალი დადგენილების მიღების შემდეგ თბილისის მერიისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შეეძლებათ გადაამოწმონ ყველა მძღოლი, რომელიც BusLane-ში მოძრაობს, ტაქსის ლიცენზიის ქონასთან ერთად, მართლაც გადაჰყავს თუ არა მგზავრები.