თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტომ 79-მილიონიანი ტენდერის მნიშვნელოვანი დოკუმენტი დამალა | ჟურნალისტური გამოძიება

გამოქვეყნდა:

როგორ იმარჯვებს სახელმწიფო ტენდერებში ოცნებასთან დაახლოებული კომპანია - ირკვევა, რომ შპს "კვების" უკონკურენტო გამარჯვებების სერია დავების საბჭოს განხილვის საგანი გახდა.

საკითხზე ჟურნალისტური გამოძიება "რადიო თავისუფლებამ" მოამზადა, რომელიც წერს,
თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტო დაახლოებით 60 ათასი ბავშვის კვებისთვის 2024-25 წლებში 100 მილიონზე მეტი ლარის დახარჯვას აპირებს. ამისთვის მან ორი ტენდერი გამოაცხადა, 2023 წლის ნოემბერში. მარცხენა სანაპიროს ბაღების კვების სატენდერო ფასი 79 მილიონი ლარი იყო. მარჯვენა სანაპიროსი კი - 32 მილიონი ლარი.

ტენდერის პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ თბილისის საბავშვო ბაღებს უწყვეტად უნდა მიაწოდოს დაახლოებით 60 დასახელების პროდუქტი, რომლითაც ბავშვების საკვებს ბაღების სამზარეულოებში მოამზადებენ.

2024 წლის 30 იანვარს ბაგა-ბაღების სააგენტომ გამარჯვებულად ორივე სანაპიროზე ერთი და იგივე კომპანია, შპს "კვება" გამოაცხადა. ბაღების ტენდერში გამარჯვებით შპს "კვებას" ორი, ჯამში, 100-მილიონიანი კონტრაქტი უნდა მიეღო, თუმცა ბაგა-ბაღების სააგენტომ და ამ კომპანიამ ხელშეკრულება მხოლოდ მარჯვენა სანაპიროს ბაღებზე გააფორმეს, რადგან მარცხენა სანაპიროს ტენდერი კონკურენტმა კომპანიამ გაასაჩივრა.

როგორც დავების საბჭოს 2024 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით ირკვევა, ბაგა-ბაღების სააგენტომ79-მილიონიანი ტენდერის მნიშვნელოვანი დოკუმენტი დამალა, რათა სახელისუფლებო გუნდთან დაკავშირებული კომპანიის გამარჯვებას საფრთხე არ შეჰქმნოდა. 

ცნობისთვის, შპს "კვება" 2019 წელს ახალციხეში დაფუძნებული კომპანიაა, მისი მფლობელი და ხელმძღვანელი ახალციხელი გიორგი ფეიქრიშვილია. "კვება" სახელმწიფო ტენდერებში 2020 წლიდან მონაწილეობს, 2020-24 წლებში მან დაახლოებით 60 მლნ ლარის სახელმწიფო შეკვეთა მიიღო.

"რადიო თავისუფლების" ჟურნალისტური გამოძიება ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი