
ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დღეს დილიდან განახლდა. ამის შესახებ "მთავარი არხის" ვებგვერდს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
სამუშაოებში ჩართულია ვერტმფრენი, დრონი, კინოლოგები და 200-მდე მეხანძრე-მაშველი.
შეგახსენებთ, რომ 28 მარტს ბაკურიანში მთის ფერდობიდან თოვლის მასა ჩამოიშალა და ერთი ადამიანი მოიყოლა. ჯგუფში, რომელიც ბაკურიანი-ტაბაწყურის დამაკავშირებელ ფერდობზე "ბურანებით" გადაადგილდებოდნენ, სულ 5 პირი იყო. სტიქიას 4 მათგანი გადაურჩა. ერთის პოვნა კი ამ დრომდე ვერ ხერხდება. უამინდობისა და ზვავსაშიშროების გამო, სამძებრო ოპერაცია დროებით იყო შეჩერებული.