საჩხერეში მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა - მდინარე ყვირილას ხეობაში მცხოვრები ადამიანები, ჭალა ჰესის მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ.
ადგილობრივები ამტკიცებენ, რომ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისთვის ნებართვის გაცემა მათთან შეუთანხმებლად მოხდა. ისინი ასევე ამბობენ, რომ მიწები გაუყიდეს და სოფელში მძიმე ტექნიკა შეიყვანეს.
ამასთან, აქციის მონაწილეები ვარაუდობენ, რომ ადგილზე სამუშაოები სტანდარტების დარღვევით მიმდინარეობას.
ცნობისთვის, მოსახლეობის თქმით, დღევანდელი აქცია გამაფრთხილებელი იყო და თუ ხელისუფლება მშენებლობის ნებართვას უკან არ გამოითხოვს, უწყვეტი პროტესტი გაგრძელდება.