"ნუ, დაზოგავ ბიუჯეტს დაუცველი ბავშვების ხარჯზე" | შშმ ბავშვების მშობლები ჯანდაცვის მინისტრისგან დაპირების შესრულებას ითხოვენ

გამოქვეყნდა:

"ნუ, დაზოგავ ბიუჯეტს დაუცველი ბავშვების ხარჯზე" - ამ მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლები ჯანდაცვის მინისტრს მოუწოდებენ, რომ მათთვის მიცემული პირობა შეასრულოს და ბავშვებისთვის საჭირო სარეაბილიტაციო პროგრამა ძველ გრაფიკზე დააბრუნოს. ასევე, გაზარდოს თერაპიების რაოდენობა და უზრუნველყოს ოპერაციების დაფინანსება.

"ეს არ არის ნორმალური ფაქტი, რომ 300 მშობელი უმტკიცებდეს ჯანდაცვის სამინისტროს, აგერ უკვე მარტში ვართ, მარტი დამთავრდა, ველოდეთ ბოლო წუთამდე. ამასობაში მთავრობაც შეიკრიბა, ფეხბურთელებს დაურიგეს ჯილდოები, კი ბატონო, მაგრამ ჩვენი ბავშვები გაიხსენეთ, ხალხნო. არ შეიძლება ბავშვს დაჭიმულობა ჰქონდეს მუდმივი ფეხზე, განიცდიდეს ტკივილს და 2-ჯერ მოუვიდეს უარი მშობელს დაფინანსებაზე. ეს პრაქტიკა არანორმალურია," - ამბობს ერთ-ერთი მშობელი.

ცნობისთვის, 300-მდე ბავშვის მშობელმა შესაბამისი განცხადებით მთავრობას უკვე მიმართა. მშობლები პროტესტის შეწყვეტას იქამდე არ აპირებენ, ვიდრე ჯანდაცვის სამინისტრო მათთვის მიცემულ პირობას არ შეასრულებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი