
"ალტ-ინფოს" ლიდერები თავის მომხრეებთან ერთად დღეს, ოზურგეთში მოქმედ კაფე-ბარ "სან ბარიდან" ამავე კაფეს ადმინისტრაციამ გამოაძევა. მიზეზი პარტიის პოლიტიკური აქტივობა გახდა.
კაფეს ადმინისტრაციაში აცხადებენ რომ ისინი შეცდომაში შეიყვანეს და სამი დღით ადრე შეუკვეთეს სუფრა, რომელიც, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, "ალტ-ინფოს" პოლიტიკურ აქტივობას ეხებოდა.
"ალტ-ინფოს" ლიდერებმა მომხდარი გააპროტესტეს, თუმცა მოგვიანებით პარტიული შეხვედრა კაფე-ბარის მოპირდაპირედ მდებარე შემოქმედის ეპარქიის კუთვნილ პარკში გამართეს.
ავტორი: ვლადიმერ მენაბდე