ბათუმში, საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა | ერთი ადამიანი სხეულის დამწვრობით კლინიკაშია გადაყვანილი

გამოქვეყნდა:

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში, ერთ-ერთ ბინას ცეცხლი გაუჩნდა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, სხეულის დამწვრობით, ერთი ადამიანი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.

საცხოვრებელ სახლში დაიწვა საყოფაცხოვრებო ინვენტარი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ცეცხლი ლიკვიდირებულია.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. ადგილზე  სამართალდამცველები მუშაობენ, მიმდინარეობს გამოძიება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი