ევროპისკენ მიმავალი გზა არ ყოფილა არც ადვილი და არც ია- ვარდით მოფენილი. გრძელი და დამქანცველი გზა 2011 წელს იწყება, როცა თბილისის დინამოს ბაზაზე ესპანელი მწვრთნელების ხელმძღვანელობით ახალი, ევროპული სკოლა ყალიბდება. დღევანდელი ფეხბურთელების თაობის 90%-მა სწორედ ეს სკოლა გამოიარა და ევროპული მიდგომა, საკუთარ თავზე მუშაობისა და გუნდურობის გამძაფრებული განცდა, ალბათ დღევანდელი წარმატების მთავარი ფაქტორი იყო. საინტერესოა, რომ გზა გამარჯვებამდე და ევროპამდე სწორედ ევროპული მიდგომებით დაიწყო.