
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი პირი დაშავდა. ცნობილია, რომ ისინი დედა-შვილი არიან. არსებული ინფორმაციით, ფორდის მარკის მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, შემდეგ კი ხეს შეეჯახა.
მომხდარის შედეგად დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, ქალის კი, საშუალო სიმძიმის.
ავტორი: ემა გოგოხია