დიღმის ჭალები ეკოლოგიური კატასტროფის წინაშეა - მერია სამშენებლო ნარჩენებით დაბინძურებული ტერიტორიის დასუფთავებაზე უარს ამბობს

გამოქვეყნდა:

დიღმის ჭალები ეკოლოგიური კატასტროფის წინაშეა. ტერიტორია, რომელიც უზარმაზარ რეკრეაციულ ზონად ითვლებოდა, ახლა სამშენებლო ნარჩენებით არის სავსე - გაჩეხილია ტყე, განადგურებულია ბალახის საფარი. არსებული სიტუაცია პრობლემას უქმნის მიმდებარედ მცხოვრებლებსაც.

ადგილზე უკანონო კარიერული სამუშაოები მიმდინარეობს, რაც სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს. მერიის წინააღმდეგ სასამართლო დავა უკვე 4 წელია მიმდინარებს, თუმცა, ადგილობრივები ამბობენ, რომ შექმნილ პრობლემაზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არც ერთმა უწყებამ არ აიღო.

"4 წლის წინ 2020 წლის გაზაფხულზე დიღმის ჭალები უკანონო სამშენებლო ნარჩენების ნაგავსაყრელად იქცა. აქ არსებული ჭალის ტყე ჩაიფარა ტონობით სამშენებლო ნარჩენებში, ჩვენი შეფასებით არის დაახლოებით 500 000 კუბური მეტრი სამშენებლო ნარჩენი. ტერიტორია არის მუნიციპალური და სახელმწიფო მფლობელობაში, მას ადევს სარეკრეაციო ლანდშაფტური, სატყეო ზონალობა. მისი დაცვა ეკუთვნის მუნიციპალიტეტს. სამწუხაროდ, მერია თვალს ხუჭავს იმაზე რომ ასეთი მასშტაბური დაბინძურება მოხდა დიღმის ჭალებში, ასევე, არ აპირებს ამ ნარჩენების გატანას", - ამბობს ანა ტრაპაიძე, დიღმის ჭალების მცველი.

მერიის პოზიციით, ტერიტორია დაბინძურებული არაა, ასევე, მათი უფლებამოსილება არაა მისი დასუფთავება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი