ამ წუთებში ხანძარია ქუთაისში. თამარ მეფის ქუჩაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი იწვის. ამავე შენობაში განთავსებულია "საქართველოს ფოსტაც". პერიმეტრზე 10-მდე სახანძრო სამაშველო ჯგუფია მობილიზებული.
არსებული ინფორმაციით, ხანძარი მეორე სართულზე გაჩნდა, რომელიც უფუნქციოა. რა მასშტაბისაა ზარალი, ჯერ უცნობია, რადგან ოფიციალური უწყებები კომენტარს, ამ ეტაპზე, არ აკეთებენ. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი "საქართველოს ფოსტის" სივრცეზე არ გადასულა.