სტამბოლიდან ბათუმში გამოფრენილი თვითმფრინავი, ბათუმის ნაცვლად, რიზეში დაჯდა

გამოქვეყნდა:

სტამბოლიდან ბათუმში გამოფრენილი თვითმფრინავი, ბათუმის ნაცვლად, რიზეში დაჯდა. ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.

აეროპორტების გაერთიანების წარმომადგენელმა გამოცემასთან დაადასტურა, რომ თვითმფრინავი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ქარის გამო ვერ დაჯდა.

Flightradar-ის მონაცემებით, რეისი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 21:10 საათზე უნდა ჩაფრენილიყო.

ფოტო: "რადიო თავისუფლება"

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი