სტალინის სახლ-მუზეუმში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობა არ დადასტურდა - გამნაღმველებმა და კინოლოგებმა მუშაობა დაასრულეს.
არაოფიციალური ინფორმაციით, ბომბის შესახებ საბჭოთა დიქტატორის მუზეუმში ელექტრონული შეტყობინება დღის პირველ ნახევარში შევიდა, რის შემდეგაც შენობა თანამშრომლებს დაატოვებინეს. საბოლოო ჯამში, გზავნილი ცრუ აღმოჩნდა და მუზეუმში დასაქმებულები სამუშაო სივრცეს დაუბრუნდნენ.