დანგრეული სახლები თუმანიანის ქუჩაზე- მოსახლეობა მერიის დაპირების შესრულებას ელოდება 

გამოქვეყნდა:

2013 წელს, თუმანიანის ქუჩაზე თბილისის მერიამ რეაბილიტაციის მიზნით, სახლები დაანგრია, იმ პირობით, რომ ახალი უნდა აეშენებინა. სახლი აშენდა, თუმცა მასში ცხოვრება შეუძლებელია. 

შენობა კულტურული ძეგლია და როგორც ადგილობრივები ამბობენ, არტეფაქტები დღემდე ზიანდება. 

თუმანიანის 3 ნომერში მცხოვრებლები უკვე წლებია ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. 

მიუხედავად იმისა, რომ მერია ოჯახებს სპეციალურ საცავში, ყველა ნივთის საიმედოდ შენახვას პირდებოდა, მოსახლეობა საყოფაცხოვრებო ნივთების გარეშეც დარჩა.

სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნით, გრუნტის წყალი საძირკველს აზიანებს და შენობა საცხოვრებლად გამოუსადეგარია.

მერიამ რეაბილიტაციისთვის 2 მილიონი ლარი დახარჯა. მოსახლეობას ე.წ თეთრი კარკასი უნდა ჩაბარებოდა. პროექტი 2016 წელს დასრულდა, მიუხედავად ამისა, ხალხი ისევ ქუჩაშია. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი