საშიში პროდუქცია რუსული კომპანიისგან | გორში, საბავშვო ბაღებში მძიმე მეტალის ნაწილაკებით დაბინძურებული, ობიანი რძის პროდუქტები შედიოდა

გამოქვეყნდა:

საკავებად უვარგისი რძის პორდუქტები გორის მუნიცპალიტეტის საბავშვო ბაღებში - როგორც ირკვევა, გასული წლის 4 თვის განმავლობაში მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებში მძიმე მეტალის ნაწილაკებით დაბინძურებული რძის პროდუქტები შედიოდა. ასევე, პროდუქცია იყო ნაწილობრივ ობიანი. სამხარაულის ექსპერტიზამ კიდევ რამდენიმე დარღვევა დაადგინა. მაგრამ კომპანია "ამალთეასთან" კონტრაქტი არ გაწყვეტილა და ბავშვებთან წუნდებული პროდუქცია დაუბრკოლებლად შედიოდა. 

ცნობილია, რომ კომპანიის დამფუძნებლები რუსეთის მოქალაქეები არიან. ექსპერტები ამბობენ, რომ კომპანიის წარმომავლობა საეჭვოა. მათ კითხვის ნიშნები აქვთ კომპანიისთვის გორის ბაღების გაერთიანების მიერ გამოყოფილ თანხაზეც - "ამალთეა ჯგუფმა" ამისთვის დაახლოებით 500 ათასი ლარი მიიღო.

ფაქტთან დაკავშირებით რეაგირება მხოლოდ გორის ბაღების გაერთიანებამ მოახდინა და კომპანიას, 4 თვის შემდეგ, დისკვალიფიკაცია მიანიჭა.

ცნობილი ხდება ისიც, რომ კომპანია "ამალთეა ჯგუფი" 2023 წლის მარტიდან გორის მუნიციპალიტეტის ბაღებთან ერთად, ხაშურის ბაღებსაც ამარაგებდა. გორში ხელშეკრულების გაწყვეტის შემდეგ კი, ხაშურის ბაღების მომარაგება მაინც გააგრძელა. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი