
სიღარიბე ისევ ქვეყნის მოუგვარებელ პრობლემად რჩება. სახალხო დამცველის წლიური ანგარიშის თანახმად, გასულ წელს სოციალურ შემწეობას ამ პროგრამის არსებობის ისტორიაში ყველაზე მეტი - ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი იღებდა. უცვლელია ბავშვთა სიღარიბის პრობლემაც, საქსტატის ბოლო მონაცემების თანახმად, ქვეყანაში ყოველი მეხუთე ბავშვი შიმშილობს. ამის პარალელურად კი იზრდება იმ ოჯახების რიცხვი, რომლებიც ემიგრაციაში მიდიან.
ავტორი: ნინი ჟიჟიაშვილი