"რუსული კანონის" საპირწონედ, ოპოზიციამ რუსეთის გავლენებისგან დაცვის შესახებ კანონპროექტი დაარეგისტრირა

გამოქვეყნდა:

"რუსული კანონის" საპირწონედ, პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა "ოკუპანტი სახელმწიფოს - რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ" კანონპროექტი დაარეგისტრირეს.

ინიციატორები დამოუკიდებელი დეპუტატი თეონა აქუბარდია და პარტია "საქართველოსთვის" წევრები, ანა ბუჩუკური და ბექა ლილუაშვილი, არიან.  

კანონპროექტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყება ყველა იმ ორგანიზაციის ან ადამიანის მიმართ, ვინც რუსეთის ინტერესებით ცდილობს საქართველოს საგარეო პოლიტიკის შეცვლას ან ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში ჩარევას. ოპოზიციონერების ამ ინიციატივას "ქართულ ოცნებაში" "ფარისევლობა" და "სპეკულაცია" უწოდეს.

"ალტერნატიული კანონი, მათ "რუსულ კანონზე," ჩვენ მაშინაც დავარეგისტრირეთ, მაგრამ უარი გვითხრეს კანონდარღვევით მის განხილვაზე. იმიტომ, რომ მაშნაც ეშინოდათ, რეალურად, ოკუპანტი სახელმწიფოს წინააღმდეგ გავლენების შემცირებაზე საუბარიც კი. არათუ მისი განხილვა," - ამბობს თეონა აქუბარდია.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი