"საქართველოს მთავრობა ვერ გაასულელებს მის ხალხს" | EU-ს ლიდერები ბრიუსელში, გაფართოების საკითხებზე ევროპული საბჭოს ფორმატში მსჯელობენ

გამოქვეყნდა:

უკრაინა და მოლდოვა ბრიუსელთან უახლოეს კვირებში გაწევრიანების თაობაზე  მოლაპარაკებებს დაიწყებენ. სწორედ გაფართოების საკითხის განსახილველად ამ წუთებში ევროპის ლიდერები ევროპული საბჭოს ფორმატში მსჯელობენ. ცნობილია რომ საუბარი საქართველოსაც შეეხება. რამდენიმე ევროპელმა ლიდერმა საჯაროდაც გამოხატა შეშფოთება თბილისში განვითარებული მოვლენებისა და ხელისუფლების ანტიევროპული ნაბიჯების გამო. 

გვჯერა, რომ გაფართოებისთვის ახლა სწორი დროა. ივნისში ჩვენ გვექნება აიჯისი კონფერენცია უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, რაც შეეხება საქართველოს, საქართველოზე აუცილებლად ვიმსჯელებთ. საქართველოს მთავრობა ვერ გაასულელებს მის ხალხს. უცხოური გავლენის აგენტის შესახებ კანონი ეწინააღმდეგება ევროპულ პრინციპებს და ღირებულებებს, ამიტომ ევროპულმა საბჭომ უნდა ისაუბროს საქართველოში განვითარებულ პროცესებსა და შედეგებზე, რომელიც საქართველო-ევროკავშირის გზაზე ამას მოჰყვება" - ამბობს სიმონას შატუნასი, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

"მნიშვნელოვანია, რომ კომისიამ დააჩქაროს მოლაპარაკებების გახსნა უკრაინასთან და მოლდოვასთან. მინდა ვახსენო, რომ შეწუხებული ვარ საქართველოში არსებული მდგომარეობით. დემონსტრაციები რომელსაც ვხედავთ, კანონი რომელსაც იღებენ. ახლა დროა, საქართველომ წინ გადადგას ნაბიჯები  და გააგრძელოს სვლა ევროკავშირის წევრობისკენ"- ამბობს ჯესიმა როსველი, შვედეთის ევროპულ საქმეთა მინისტრი.

რაც შეეხება მოლდოვასა და უკრაინას, გამოცემა "პოლიტიკო" წერს, რომ მოლაპარაკების გახსნის თარიღად 25 ივნისი განიხილება, რაც ამ ორი ქვეყნისთვის ევროინტეგრაციის გზაზე წინ გადადგმული ისტორიული ნაბიჯი იქნება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი