"ადიგენში მუსლიმებს ხელს უშლიან ლოცვაში. მდგომარეობა სერიოზულად დაძაბულია - პოლიციამ გადაკეტა გზები" | ნაკაიძე

გამოქვეყნდა:

"ადიგენში მუსლიმებს ხელს უშლიან ლოცვაში. მდგომარეობა სერიოზულად დაძაბულია - პოლიციამ გადაკეტა გზები", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი დეპუტატი ტარიელ ნაკაიძე წერს და ადგილიდან ვიდეოკადრებსაც ავრცელებს. 

ამ წუთებში ადიგენში მუსლიმებს ხელს უშლიან ლოცვაში. მდგომარეობა სერიოზულად დაძაბულია

ხელისუფლებამ პრაქტიკულად მოატყუა ორივე მხარე. 18 დღიანი ლოდინის მიუხედავად პრობლემა არ მოაგვარა. პირიქით დაძაბა. პოლიციამ გადაკეტა გზები და მუსლიმებს არ უშვებს მეჩეთში. სამლოცველიში იმყოფება რამდენიმე ადამიანი. სამაგიეროდ ამ ხალხს აძლევს უფლებას შეურაცხყოფა მიაყენონ მლოცველებს, - წერს ნაკაიძე.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი