ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში პოლიციაა მობილიზებული | შუახევში მოკლული ქალის ახლობლები ბრალდებულის პალატაში შეჭრას ცდილობდნენ

გამოქვეყნდა:

ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში პოლიციაა მობილიზებული. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, შუახევში მოკლული ქალის ახლობლები, მკვლელობაში ბრალდებული კაცის პალატაში შეჭრას ცდილობდნენ, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.

მკვლელობა 3 აპრილს მოხდა. არსებული ინფორმაციით, ქმარმა ცოლს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.  ქალი ადგილზე დაიღუპა. ამის შემდეგ კი კაცმა თვითდაზიანებები მიიყენა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი