
მოსამართლეები უარს ამბობენ დეკლარაციების შემოწმებაზე. კლანის წევრების მოთხოვნით სასამართლომ შეაჩერა ანტიკორუფციული ბიურო, რომელსაც მოსამართლეების ქონებრივი მდგომარეობა უნდა შეემოწმებინა . სასამართლო სისტემის გავლენიანი წევრები ამტკიცებენ, რომ არაფერი აქვთ დასამალი და მათი ქონების შემოწმება ქართული სასამართლოს წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიის ნაწილია. ოპოზიცია და სამოქალაქო ორგანიზაციები კი სრულიად საპირისპიროზე საუბრობენ. არაერთი ჟურნალისტური გამოძიება ადასტურებს, რომ მოსამართლეებს მნიშვნელოვანი ქონება აქვთ გადამალული. სასამართლოს კლანური სისტემა კი ქვეყნის ევროინტეგრაციას აზიანებს.
ავტორი: ნინო ბალანჩივაძე