ბათუმის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლემ თანაკლასელს სცემა

გამოქვეყნდა:

ბულინგის შემთხვევა ბათუმის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში - მე-5 კლასელმა გოგონამ თანაკლასელს სცემა. დაპირისპირება შესვენების დროს დაიწყო, რის შედეგადაც მოზარდი შეუძლოდ გახდა და მშობლებმა კლინიკაში გადაიყვანეს.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, ფაქტზე რეაგირება სკოლის დირექციასა და მანდატურის სამსახურს არ ჰქონია. ჩვენ ვცადეთ მათთან გასაუბრება, თუმცა მათ არანაირი კომენტარი არ გააკეთეს.

დაზარალებული მოსწავლის დედა კი მომხდარი ფაქტის გამოძიებასა და ფსიქოლოგების ჩართვას ითხოვს.

"ბავშვმა დამირეკა, სამშაბათი დღე იყო, სანამ დაიწყებოდა გაკვეთილები, მანამდე 5 წუთი აკლდა, დედა ცუდად ვარო...კლასელმა თავში ფეხი ჩამარტყაო. როგორც ასეთი, დაზიანებები არ ყოფილა, მაგრამ სისხლდენით მყავს დღემდე. დღემდე სისხლდენით არის ბავშვი...მივედი განათლების სამინისტროში, არანაირი რეაგირება," - ამბობს დაზარალებული მოსწავლის დედა.

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი