ორხევში, საბალახოდ გაშვებული პირუტყვი მოსახლეობას დახოცილი დახვდა

გამოქვეყნდა:

ორხევში, თეთრი ხევის დასახლებაში, მოსახლეობას საბალახოდ გაშვებული ათობით პირუტყვი დახოცილი დახვდა. მიზეზი სავარაუდოდ ძლიერი ქარია, რამაც ელექტროენერგიის სადენები გაწყვიტა და იქვე მობალახე მსხვილფეხა საქონელს დენმა დაარტყა. ადგილობრივები ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.

"თელასს ველოდებით და არც გვაქცევს  ყურადღებას, მათი ბრალეულობაა და ვითხოვთ აგვინაზღაურონ იმიტომ, რომ იყო შემთხვევა ჩემთან სახლში 2 ძროხა მოკლა გარე განათების ბოძმა, მაგრამ მოვიდნენ იმ წუთში, ოპერატიულად გაკეთდა ყველაფერი..აბა აქ დაცულად ვართ? ადამიანი, რომ მივიდეს ხომ მოკვდება..სად არის პატრონი?" - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი 

"თელასმა" ადგილზე მხოლოდ ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვიტა, ხოლო ზარალის ანაზღაურებასა და სხვა დეტალებზე კომპანიას ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია. 
 

ავტორი: ნინო ჟიჟიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი