ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიაზე ისევ გრაფიკი დაწესდა

გამოქვეყნდა:

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში, 7 აპრილიდან აბონენტებს ელექტროენერგია დღეში ექვსი საათით გაეთიშებათ.

როგორც კომპანია "ჩერნომორენერგოში" აცხადებენ, მიზეზი ენგურჰესის სადერივაციო გვირაბის მე-8 კილომეტრზე მომხდარი დაზიანებაა. კერძოდ, სადგურზე კედელი დაზიანდა და ტურბინის განყოფილებაში ბეტონის ნამსხვრევები ჩავარდა, რის გამოც სადგურის მუშაობის დროებით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს.

აღდგენითი სამუშაოები სავარაუდოდ 15 აპრილამდე გაგრძელდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი