აფეთქება თბილისში - ბოჭორმის ქუჩაზე, სადაც ცოტა ხნის წინ აფეთქება მოხდა, პოლიცია, ექსპერტ-კრიმინალისტები და საგანგებო სიტუაციების სამსახურია მობილიზებული.სასროლეთის ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ადგილზე ძლიერი დაკვამლიანებაა. წინასწარი ინფორმაციით, სავარაუდოდ, გაზის ბალონი აფეთქდა. თუმცა, ზუსტი მიზეზი გამოძიებამ უნდა დაადგინოს.
შეგახსენებთ, რომ "მთავარი არხის" ინფორმაციით, აფეთქებას მსხვერპლიც მოჰყვა. თუმცა, მსხვერპლისა და დაშავებულებს შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა.