ხონის მუნიციპალიტეტში, მიკროავტობუსი, რომელსაც ტურისტები გადაჰყავდა სავალი ნაწილიდან გადავიდა და არხში ჩავარდა. შემთხვევა სოფელ ნახახულევში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ტურისტები მსუბუქად არიან დაშავებულები.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. როგორც "მთავარ არხს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.