​თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ერთმანეთს 2 ავტომობილი შეეჯახა | დაშავდა 5 ადამიანი

გამოქვეყნდა:

​თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. როგორც "მთავარი არხის" ვებგვერდს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მათ მძიმე დაზიანებები არ მიუღიათ.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო დახმარების სამსახური. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი