თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე, სასროლეთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ერთი პირი კლინიკაში გარდაიცვალა და დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა. ამის შესახებ "მთავარი არხის" ვებგვერდს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
აფეთქების შედეგად დაშავებული 3 პირი საავადმყოფოში მკურნალობას განაგრძობს.
შეგახსენებთ, რომ ბოჭორმის ქუჩა N12-ში მაღაზია "ბეთლგრაუნდის" სასროლეთში აფეთქება დღეს დილით მოხდა.