შალვა თათუხაშვილის საქმე და დამოუკიდებელი ექსპერტიზის განსხვავებული პასუხი | გენერალი გოგი თათუხაშვილი შვილის მკვლელობის ხელახალ გამოძიებას ითხოვს

გამოქვეყნდა:

კიდევ ერთი გახმაურებული საქმე, რომელიც, შესაძლოა, საქართველოში მოქმედ რუსულ სპეცსამსახურებთან პირდაპირ კავშირში იყოს. კოდორის ბიჭების საქმე - პირობითად ასე დაერქვა საქმეს, რომელიც კოდორის სპეცოპერაციაში მონაწილე ქართველი სამხედროების იდუმალ გარდაცვალებათა სერიას უკავშირდება.  რუსული სამხედრო დახვერვა, გრუ, გაცხადებულად ნადირობდა ამ ბიჭებზე. მაგრამ უცნაურ გარდაცვალებათა სერიაში ქართულმა გამოძიებამ საეჭვო ვერაფერი დაინახა, იმის მიუხედავად, რომ ერთ შემთხვევაში საქმე გვქონდა სუს-ის შენობაში აფეთქებასთან, მეორე შემთხვევაში სპეცრაზმელი ავარიაში მოკვდა, მაგრამ ძიებამ მანქანაზე ნატყვიარი არ დაინახა.

ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა შალვა თათუხაშვილის ისტორია, რომელიც დადასტურებულად პროკურატურაში დაკითხვის დროს მოწამლეს. 20 დღე სავარაუდოდ გატაცებული იყო და ზეწოლის ქვეშ იყო პოლიტიკური ჩვენების მისაღებად. 

მისი გარდაცვალებიდან 10 წლის შემდეგ, პოლიტიკურ დევნილობაში მყოფი გენერალი გოგი თათუხაშვილი მისი შვილის სიკვრილის ხელახალ გამოძიებას ითხოვს. დამოუკიდებელმა სამედიცინო ექსპერტიზამ კი საქმეში კრიტიკული აცდენები დააფიქსირა და დაადასტურა, რაც ეჭვებს სამხედრო მოსამსახურის მიზანმიმართულ მოწამვლასთან დაკავშირებით მხოლოდ აძლიერებს. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი