"არა რუსულ კანონს" | პარლამენტთან აქციისთვის ემზადებიან, მობილიზებულია საპოლიციო ძალებიც

გამოქვეყნდა:

პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქციისთვის ემზადებიან. "არა რუსულ კანონს" - ამ ლოზუნგით საპროტესტო აქცია სტუდენტების ორგანიზებულია.

აქციას შეუერთდებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. ისინი "ოცნების" გადაწყვეტილებას, დააბრუნოს რუსული კანონი პარლამენტში, ერთობლივად გააპროტესტებენ. სწორედ დღეს გეგმავს მმართველი პარტია კანონპროექტის ბიუროზე დარეგისტრირებას. 

პარლამენტის გარე და შიდა პერიმეტრზე გომელაურის უწყებას მობილიზაცია აქვს გამოცხადებული. ადგილზე სხვადასხვა საპოლიციო ძალებია მობილიზებული.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი