პუბლიკა: ჩვენს ჟურნალისტს პარლამენტში შესვლამდე სუფთა ფურცელი ჩამოართვეს

გამოქვეყნდა:

გამოცემა "პუბლიკა" ავრცელებს ინფორმაციას, რომ მათ ჟურნალისტს პარლამენტში შესვლამდე თეთრი, სუფთა ფურცელი ჩამოართვეს. ჟურნალისტმა დაცვას განუმარტა, რომ ფურცელი ჩანაწერების გასაკეთებლად სჭირდებოდა. თუმცა, ამის მიუხედავად, მას ფურცლის შეტანის საშუალება არ მისცეს.

შეგახსენებთ, რომ მანამდე პოლიცია ჟურნალისტების ნაწილს, მათ შორის, "პუბლიკას" ჟურნალისტებს, რომლებსაც აკრედიტაციები ჰქონდათ, პარლამენტში არ უშვებდნენ. 

ფოტო: "პუბლიკა"

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი