EURO 2024-ზე დასწრების მსურველთათვის WizzAir გერმანიის მიმართულებით რეისებს ამატებს

გამოქვეყნდა:

ავიაკომპანია WizzAir ივნისში, EURO 2024-ზე ფარგლებში საქართველოს ნაკრების თამაშებისთვის, გერმანიის რამდენიმე ქალაქში სპეციალურ ფრენებს ამატებს.

ავიაკომპანიის ინფორმაციით, 18, 22 და 26 ივნისს ქუთაისიდან - გერმანიის, ხოლო 19, 22 და 27 ივნისს გერმანიიდან ქუთაისის მიმართულებით დამატებითი რეისები ჩანიშნა. დამატებულ რეისებთან ერთად კომპანიის რეგულარული ფრენებიც განხორციელდება. როგორც ირკვევა, ფრენის ღირებულება 199 ევროა.

"ქართველი გულშემატკივრები სასურველ დროს შეძლებენ გამგზავრებასა და ეროვნული გუნდის მხარდაჭერას. ფრენების ეს განრიგი ფანტასტიკურ შესაძლებლობას აძლევს ქართული ფეხბურთის მოყვარულებსა და ერთგულ ქომაგებს, რომ ადგილზე უგულშემატკივრონ საქართველოს ნაკრებს და მათთან ერთად გაიზიარონ ის მღელვარება, რომელიც თან ახლავს თითოეულ თამაშს. ფეხბურთის გულშემატკივრებს, რომლებსაც სურთ, მხარი დაუჭირონ ეროვნულ გუნდს „ევრო 2024“-ზე, შეუძლიათ, შეიძინონ ბილეთები ფიქსირებული ფასით, "ვიზეარის" ვებსაიტისა და ავიაკომპანიის მობილური აპლიკაციის მეშვეობით," - ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში. 

ფოტო: 1 არხი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი