რუსული სპეცსამსახურების ტერორისტული თავდასხმა - ასეთ კვალს ხედავენ ქართველი სამხედროები ბოჭორმის ქუჩაზე მომხდარ აფეთქებაში. გენერალი თათუხაშვილი და უკრაინაში მებრძოლი ვიცე-პოლკოვნიკი ვანო ნადირაძე ამტკიცებენ, რომ სასროლეთ ბათლგრაუნდში აფეთქება არ იყო შემთხვევითი. ამ თავდასხმის მსხვერპლი, ეგრეთ წოდებული, კოდორის სპეცოპერაციის კიდევ ერთ მონაწილე პოლკოვნიკი იური ლომიძე გახდა. ამუშავებს თუ არა გამოძიება ამ ვერსიას უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ სპეცოპერაციის სხვა მონაწილეების დაღუპვის შემთხვევებში ქართული ძალოვანები ვერავითარ კვალზე ვერ გადიოდნენ.