
თბილისში, გალაქტიონის ხიდთან ხმაურია - აქტივისტების ერთი ჯგუფი ხელისუფლების პროპაგანდისტული ბანერების ჩამოხევას ცდილობდა, რა დროსაც მათ რამდენიმე ადამიანი მიუახლოვდა და ხელის შეშლა სცადეს. მათივე თქმით, ამ პირებმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
აქტივისტების თქმით, პირმა, რომელიც მათ თავს დაესხა, პოლიციას უთხრა, რომ "ქართული ოცნების" ახალგაზრდულ ფრთას წარმოადგენს.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.