პროტესტი "ქართული ოცნების" რუსულ პროპაგანდას - ახალგაზრდები წუხელ მთელი ღამის განმავლობაში დედაქალაქის ქუჩებში გაკრულ ბანერებს ხსნიდნენ, რომლებზეც რუსული კანონი პოზიტიურად იყო წარმოჩენილი და ეწერა სამთავრობო არგუმენტები თუ "რატომ არ არის კანონი რუსული". ასევე, იყო სიძულვილის ენის შემცველი ბანერები.
ახალგაზრდების პროტესტი ჩასახშობად "ქართულმა ოცნებამ" პარტიული აქტივი გამოიყენება - ისინი პროტესტის მონაწილეებისთვის ბანერების ჩამოხსნაში ხელის შეშლას ცდილობდნენ. მობილიზებული იყო პოლიცია.
"ოცნების ეს ასე რომ ვთქვათ ზონდერი, მონებიც შეგვიძლია დავარქვათ მოვარდნენ, გვეუბნებოდნენ მოლოტოშნიკი ლაზარეს ბანერებს თქვენ აკრავთ და ასე შემდეგ, ჩვენ ვეცადეთ განგვერიდებინა სიტუაცია განგვემუხტა, თუმცა გამოგვყვნენ, აგვეკიდნენ, გააგრძელეს სიტყვიერი შეურაცხყოფები, შემდეგ უკვე გამოვიძახეთ პოლიციაც", - ამბობს აქტივისტი.
სტუდენტებმა ბანერებისგან რამდენიმე ადგილი, მათ შორის სოლოლაკში, ოლიგარქის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორია გაასუფთავეს.