
ქართველი მუსლიმები დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ვიმყოფებით, ხელისუფლება კი არაფერს აკეთებს , რომ თავი ღირსეულ მოქალაქეებად ვიგრძნოთ - ეს განცხადება დღეს ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდის წარმომადგენლებმა გააკეთეს, მათ ხელისუფლების მისამართით ვრცელი მიმართვაც გაავრცელეს.
ფონდი მოითხოვს, ბათუმის მერიამ დროულად გადაჭრას მათივე შეფასებით მეჩეთის მშენებლობის ხელოვნურად გაჭიანურებული პროცესი, ამასთან ისინი უნდობლობას უცხადებენ რელიგიის საკითხებში სახელმწიფო სააგენტოს. ფონდის წარმომადგენლები ადიგენში განვითარებულ პროცესებსაც გამოეხმაურნენ.
ავტორი: თეა ვაშალომიძე